მოსწავლის ქცევის კოდექსი

                              მოსწავლის ქცევის კოდექსი

 არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში. აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს და ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. 



                                      მოსწავლეთა ქცევის წესები           

                                 

1. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

1.1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
1.2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

2. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

3. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

4. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო რონისძიებების დროს

4.1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
4.2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
4.3. მოსწავლე გამოხატავს აზრებსა და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
4.4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
4.5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
4.6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
4.7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
4.8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
4.9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
4.10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

5. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
  • თამბაქოს ნაწარმი;
  • ყველანაირი სახის იარაღი, ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად;
  • სანთებელა, ან ასანთი;
  • ალკოჰოლური საშუალებები;
  • ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
  • ძვირადღირებული ნივთები, ან დიდი ოდენობის ფული;
  • აზარტული თამაშების საშუალებები;
  • უხამსობის ამსახველი ნივთები;
  • ნარკოტიკული საშუალებები;
  • ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერება;
  • ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
                              მოსწავლეთა უფლება-მოვალეობები 

ეფუძნება 
მოსწავლის ეთიკის კოდექსს. სკოლის შინაგანაწესი შეიცავს 
 მოსწავლის ეთიკის კოდექსის ასლს. ამასთან ერთად მოიცავს დისციპლინური
გადაცდომების ჩამონათვალსა და მათზე რეაგირების ფორმებს. 
ეს ნაწილი მოიცავს დეტალურ ინსტრუქციას, მოსწავლის ვალდებულებების შესახებ,
რათა სკოლაში დაცული იყოს დისციპლინა. 
მოსწავლეს დისციპლინური დარღვევებისათვის შეიძლება დაედოს დისციპლინური 
სახდელი ან სახდელის განსაკუთრებული ფორმა- სკოლიდან გარიცხვა 
მოსწავლის დისციპლინური სახდელებია:
ა)გაფრთხილება;
ბ) საჯაროდ ბოდიშის მოხდა;
გ)საყვედური;
დ)სასტიკი საყვედური

                            მოსწავლეთა დისციპლინური სახდელის გამომწვევი მიზეზები 

დისციპლინრი
სახდელი

მიზეზი
გაფრთხილება
გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი
დარღვევისათვის
უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის
ამხანაგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის
ორი ან მეტი დაგვიანებისათვის ან გაკვეთილის
(არასაპატიო მიზეზით) გაცდენისათვის
სასკოლო პროცესისადმი ზერელე
დამოკიდებულებისათვის
სასკოლო ქონების დაზიანებისათვის
საყვედური
გაფრთხილების განმეორებით მიღებისას
გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის
დარღვევისათვის
უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის
ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური
შეურაცხყოფისათვის.
მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის
ხუთი ან მეტი დაგვიანებისათვის, ან ერთზე მეტი
გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისადმი ზერელე
დამოკიდებულებისათვის
სასტიკი საყვედური
გაფრთხილებისა და საყვედურის,ან ორი საყვედურის
მიღებისას
დისციპლინის უხეში დარღვევისათვის
ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით
გაცდენისათვის
ამხანაგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის20
სწავლისადმი სისტემატიური ზერელე
დამოკიდებულებისათვის



სკოლის შინაგანაწესებში საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი დისციპლინური
სახდელები. პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გარდა სახდელებისა
აღწერილია მშობლების ინფორმირების პროცედურები: ,,კლასის დამრიგებლის
დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი
ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელის მოწერით“,
სიტყვიერი გაფრთხილება არ აისახება მოსწავლის პირად საქმეში.
მოსწავლისთვის დირექტორის წერილობითი შენიშვნა/საყვედურის გამოცხადება
შესაძლებელია მასწავლებლის წარდგინების ან/და ასეთი წარდგინების გარეშე.
წერილობითი საყვედურის გაცნობა მშობელმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
დირექტორი მოსწავლეს უცხადებს წერილობით შენიშვნას/საყვედურს, რომელშიც
განმარტებული იქნება ჩადენილი ქმედების არსი, შენიშვნა/საყვედურის მოქმედების
დრო და სხვა გარემოებები. შენიშნა/საყვედურის გაცნობა სავალდებულოა
მშობლისათვის, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.შინაგანაწესის დარღვევის რეაგირების ფორმად მიიჩნევა სკოლის სერვისით
სარგებლობის პრივილეგის ჩამორთმევა და სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის
დაკისრება. განსაზღვრულია სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის ფორმები
(სკოლის ტერიტორიის დალაგება/დასუფთავება, სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე
ზრუნვა, ნარგავების დარგვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ა.შ) და 21
ხანგრძლივობა, (დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1
საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის–დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის
მოსწავლისათვის–დღეში 3 საათს), ასევე უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც
უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისთვის სასარგებლო
საქმიანობის განხორციელებისას. სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს
შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. 



Комментариев нет:

Отправить комментарий