ღონისძიებები

დისკუსია თემაზე:    "არა ნარკოტიკს!" 
მიზანი:      მოსწავლეები გაეცნობიან ნარკომანიის,როგორც საშინელი სენის უარყოფით მხარეებს და ერთად დასახავენ გზებს,როგორ შეიძლება შევცვალოთ დამოკიდებულება ნარკომანიის აღმოსაფხვრელად.

2014 წლის 15 აპრილს სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის 9 ბ კლასში მოვაწყეთ დისკუსია.მოსწავლეებს ერთი კვირით ადრე   გავაცანი დისკუსიის თემა და ვთხოვე მოეძიათ ინფორმაცია ნარკომანიის,ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკომანიის მავნე შედეგების შესახებ.მოსწავლეებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი და მოამზადეს რეფერატები,დახატეს პლაკატები და საპრეზენტაციო პროგრამის მეშვეობით გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია შესაბამისი ილუსტრაციებით.დისკუსიის დღეს მერხები განვალაგეთ რკალზე,ისე რომ ყველა მოსწავლე უყურებდა და უსმენდა ერთმანეთს.ნიკა ბიკაშვილმა ისაუბრა ნარლომანიის სინდრომებზე:
ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაარომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკებისმოხმარებითაა გამოწვეულიიგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.სექციების სია  [დამალვა]
შეცვლილი რეაქციის სინდრომი
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი
აბსტინენტური სინდრომი
შეცვლილი რეაქციის სინდრომი

ეს არის ნარკომანიის სინდრომირომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლასზედმეტი დოზის მიღებისასდამცავი რეაქციების გაქრობასტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.
მოხმარების ფორმის ცვლა — ნარკოტიკის ეპიზოდური მიღებიდან რეგულარულზე გადასვლანარკოტიკის სისტემატური მიღება ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულ დისფუნქციებს იწვევსნარკომანს კი უნარჩუნდება ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტიმაგალითადთუ ჯანმრთელი ადამიანი იძულებულია ზედიზედ რამდენიმე დღე მიიღოს ალკოჰოლიმას უჩნდება ინტოქსიკაციის სიმპტომები და როგორც წესიეს მას ალკოჰოლზე უარის თქმას აიძულებსალკოჰოლიკს კი მსგავსი რამ არ ემართებადროთა განმავლობაშივითარდება ნარკოტიკისადმი მიჩვევა და მისი სისტემატური მიღება უკვე იძულებით ხდებარადგან იგი უკვე განპირობებულია ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომების ფორმირებითაბსტინენტური სინდრომით .
დამცავი რეაქციების გაქრობა — ორგანიზმის ფუნქციონირების ახალ დონეზე გადასვლის მაჩვენებელიროცა ნარკოტიკის ადრინდელი დოზები უკვე აღარაა ტოქსიკური და შესაბამისადაღარ საჭიროებს დაცვასმოცემული სიმპტომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია — გადამეტებული გაბრუების დროსალკოჰოლიკებში გულისრევის რეფლექსის გაქრობანარკომანიის სხვა ფორმებისთვის დამცავ მექანიზმებად ანუ სიგნალებად (რომლებიც არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ იტყობინებიანშეიძლება მივიჩნიოთ კანის ქავილიჭარბოფლიანობასლოკინინერწყვის ჭარბი გამოყოფათვალების წვათავბრუხვევაგულისრევის შეგრძნებაგულისრევაეს სიმპტომებირომელიც დაავადების ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეინიშნებამოგვიანებით უკვე აღარ ჩნდებაღრმა სასიკვდილო ინტოქსიკაციის დროსაც კი.
ტოლერანტულობის ცვლა — ნარკომანიის მთავარი სინდრომინარკომანიის უკლებლივ ყველა ფორმისთვის დასაწყისში დამახასიათებელია ტოლერანტულობის ზრდამისი მაღალ დონეზე სტაბილიზება და შემდეგ მისი კლებასწორედ ამ სიმპტომითაა განპირობებული ნარკომანიის განვითარების სტადიანარკოტიკის სისტემატური მიღების დაწყებიდანვემისდამი ტოლერანტულობა შეუჩერებლად იზრდებარომელიც საწყისფიზიოლოგიურ ტოლერანტულობას დაავადების პიკზე 5-10-ჯერ (ბარბიტურატებისთვის), 8-12 ჯერ (ტრანკვილიზატორებისთვისდა 100—200-ჯერ (ოპიატებისთვისაღემატება. „ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის ასეთი დოზები შეიძლება სასიკვდილოსას ბევრჯერ აღემატებოდეს.
გაბრუების ფორმის ცვლა — სიმპტომირომელიც რეაქციის ცვლის სინდრომის სტრუქტურაში ყველაზე ბოლოს ჩნდებამას შემდეგრაც ჩამოყალიბდა ნარკოტიკის სისტემატური მიღებაგაქრა დამცავი რეაქციები და მაღალი ტოლერანტულობა დამკვიდრდანარკომანიის ყველა ფორმის დროსნარკოტიკის ფიზიოლოგიური მოქმედებარომელსაც დაავადების ადრეულ ეტაპებზე ჰქონდა ადგილიდროთა განმავლობაში ტრანსფორმირდებატრანკვილიზატორებისსაძილე წამლებისოპიატების მიღებისას ქრება მათი სედატიური ეფექტიალკოჰოლი აღარ იწვევს დადებით შედეგსსტიმულატორები არ იწვევენ ტაქიკარდიას და ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორიის ადრეული ინტენსიურობის მიღწევა საწყის ეტაპზე დოზის თანდათანობითი ზრდის ხარჯზეა შესაძლებელიმაგრამ დაავადების გარკვეულ ეტაპზე მაქსიმალური დოზა არ იძლევა ადრინდელი შეგრძნებების მსგავს სიძლიერესხოლო მისი გადამეტება ზედმეტი დოზის მიღებას იწვევსამ ეტაპზე ხდება ეიფორიის ხარისხის ცვლამისი ფაზები განიცდიან ცვლილებასნარკომანიის ნებისმიერი ფორმის დროსმაქსიმალური ტოლერანტულობის ფორმირებისასნარკოტიკი (თავისი ფარმაკოლოგიური კუთვნილების და საწყისი ფიზიოლოგიური მოქმედების თავისებურებების მიუხედავადორგანიზმზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენსხოლო ტოლერანტულობის კლებასთან ერთადნებისმიერი ნარკოტიკი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის ნორმალიზაციას ახდენს (მატონიზებელი ეფექტი).

ზემოთქმულიდან გამომდინარეშეცვლილი რეაქციის სინდრომი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი სიმპტომებისგან შედგებანარკომანიის ფორმირებისას იგი პირველი ჩნდება და უწყვეტად განიცდის ტრანსფორმაციას განვითარებადი დაავადების ყველა სტადიაზე.
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ნარკომანიის სინდრომირომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარსმას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
ფსიქიკური (ობსესიურილტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებშიდათრგუნვილობაშინარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროსობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებსმაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკურიკომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებითმთელი ცნობიერების დაკავებაქცევის კარნახიდაავადების ამ სტადიაშიროცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდებაამ მოტივების ბრძოლა გრძელდებაობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციებისარასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულებისადამიანებთან შეხვედრისლიტერატურის კითხვისსაუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებულიდროსლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროსრომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთანროცა ჩნდება ძლიერი გატაცებაპოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობაობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურიაანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდესრაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.

ობსესიური ლტოლვაროგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომიძნელად ვლინდებარადგან უმეტეს შემთხვევაშითავად ავადმყოფი იტყუებს თავს.

ამავე დროსობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომიადაავადების განვითარებასთან ერთადდა ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისასისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომიობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადისამის მიუხედავადმწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაშიობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობასროგორიც ის მკურნალობამდე იყოუმეტესწილადნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
ინტოქსიკაციის დროსფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმიმასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმებარამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევათუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილებამათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროსნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროსამავე დროსთუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევანარკომანის ფსიქიკური ფუნქციებიპირიქითნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდებარადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალიაინტოქსიკაციის დროსდამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდებარამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდმოხმარების შემთხვევების გარდაროდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურლტოლვასინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომსამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.
ფიზიკური (კომპულსიურილტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატებაროდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვების — შიმშილისწყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისასსექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლიაკომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლიაის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელიაარამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობსწარმოშობის მიხედვითკომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:
კომპულსიური ლტოლვარომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანირადგანპირველ რიგშიის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზეროდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არისამას გარდაკომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდებარომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ- გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაშიინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევსკომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ისრომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვამაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლიააქედან გამომდინარეკომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): მაღალი ინტენსივობარომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროსსპეციფიურობარაც გულისხმობსრომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდესრომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.
კომპულსიური ლტოლვარომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.
კომპულსიური ლტოლვარომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვებადამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვისკომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრებარომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხიპირველ რიგშიეს ნარკომანიის ის ფორმებიარომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებებისსტიმულატორებისჰაშიშისალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისასკომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატებისტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროს — ოპიომანიის შემთხვევაში.
ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისასფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივიაფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალურიდოზარომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიასმაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.
აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ- მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დროკონკრეტული სიმპტომატიკასიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურიაპათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობასაკუთარი რესურსებითნარკოტიკების გარეშეშექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობებირომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელიაბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისასარასრული კომპენსაციის შედეგია.
აბსტინენტური სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომირომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათმას შემდეგრაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზასაბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილიანარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვისყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროს — რამდენიმე საათის შემდეგუფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.ნინო ბაიაშვილმა და თამარ იკოევმა ისაუბრეს ნარკომანიის შედეგებზე:ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვსალკოჰოლი და საძილე საშუალებები — ანამნეზიური დარღვევები (აზროვნებისინტელექტის დარღვევადა მეხსიერების დარღვევაოპიუმი და სტიმულატორები — ნებასთან დაკავშირებული დარღვევები.

ზიანდება Ι — ენერგეტიკული ფუნქცია (აქტივობისენერგეტიკული პოტენციალის შემცირებაგატაცებების და მოთხოვნილებების გაქრობაწინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითებაპროგრესირებადი გამოფიტვა); ΙΙ — ტროფიკული ფუნქცია (სომატური ცვლილებებიგამოფიტვასიფერმკრთალეკანის ჭკნობათვალებში სხივის გაქრობამტვრევადი და გახუნებული ფრჩხილებითმაწონაში დაკლებაოპიომანები სწრაფად და უმტკივნეულოდ კარგავენ კბილებსვენების გაგანიერებაშემაერთებელი ქსოვილის განტოტვა — დაბუშტული ვენებიუჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევარასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებებიკუჭნაწლავის დაავადებები — ოპიომანებიბარბიტურომანებიგულსისხლძარღვთა სისტემაში — ინფარქტებისუნთქვის ორგანოების გაღიზიანება — ჰაშიშის მოხმარებისასღვიძლის მოშლა — პოლინარკომანიის დროს). ΙΙΙ — ფსიქიკური გამოფიტვა ვლინდება გონების დაქვეითებითფსიქიკური გამოფიტვა სამ ეტაპად ვითარდება: 1) პიროვნების გაუხეშება (უარყოფითი თვისებების გამახვილება); 2) ფსიქოპათიზება; 3) დემენციაორგანული გონების დაქვეითება დამახასიათებელია იმ პირებისთვისრომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ბარბიტურატებსმფრინავ არომატულ ნივთიერებებსჰაშიშის ზოგიერთ სახეობასდისფორიაროცა ნარკომანია განვითარდა აფექტური დარღვევისმოუსვენრობის გზითასევემსგავს ავადმყოფებს ახასიათებთ ეგზოგენური ფსიქოზებირომლებიც წარმოიშობა 1) გაბრუების პიკზე; 2) აბსტინენციის პიკზე (მიზეზი — ინტოქსიკაცია); 3) ნარკოტიკული ნივთიერებების შეცვლისას (მიზეზი — ინტოქსიკაციავლინდება ცნობიერების დარღვევისითრომელსაც დარღვევის პერიოდში თან ახლავს ამნეზიანარკომანული ფსიქოზების თავისებურება ემოციური დარღვევების აუცილებელ არსებობასსავარაუდოდ ბოდვასპარანოიის ან ჰალუცინაციის გამომწვევის არსებობას გულისხმობსასეთ დროს — კანქვეშისნათხემისჰიპოთალამუსის პოლინეფრიტის ტიპის მიხედვით დაზიანება ხდება (რაც პროცესის დიფუზურობაზე მიუთითებს).
 ნარკომანიის სტატისტიკურ მოხმარებაზე ისაუბრეს ირაკლი ბურდულმა და ლილი მაზიაშვილმა.2004 წელს რუსეთში ჰეროინის რეკორდული რაოდენობა ამოიღეს — 3,8 . (ევროპაში რუსეთი მეექვსე ადგილზეა ბრიტანეთისიტალიისგერმანიისჰოლანდიის და საფრანგეთის შემდეგ).

ევროპაში მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზე რჩება მარიხუანა (30 მილიონი ადამიანი), შემდეგ კოკაინი და ჰეროინი (დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მას 1,5 მილიონი ადამიანი მოიხმარს), ასევე „ექსტაზი“. ჰეროინზე უკანონო მოთხოვნა ევროპაში დაახლოებით 170 .- აღწევსპრაქტიკულად მთელი ჰეროინი ევროპულ ბაზარზე ავღანეთიდან შედისექსტაზის 80 პროცენტს ევროპაში აწარმოებენ და იქედან გადის ავტრალიაშიკანადაშიიაპონიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიევროპაში „ექსტაზს“ ძირითადად ჰოლანდიაშიპოლონეთსა და ბელგიაში მოიხმარენკოკაინს კი — ესპანეთშიჰოლანდიაშიდანიასა და გერმანიაშირუსეთში ოფიციალურად 500 000 ნარკომანიამაგრამ ზოგიერთი მონაცემის თანახმადნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რიცხვი შეიძლება 6 მილიონს აღწევდეს — მაშასადამემთელი მოსახლეობის 4 პროცენტირუსეთში 2 მილიონი ახალგაზრდა ნარკომანია — 24 წლამდე. 1 მილიონი მოქალაქე მოიხმარს ოპიატებსძირითადად ჰეროინს.

ეს ძალზე სახიფათოა მოზარდის ჯანმრთელობისათვის და ზოგჯერ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოსმოზარდებში ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი მშობლებიცრადგან თუ მთელმა საზოგადოებამ არ გამოიჩინა დაინტერესება ამ პრობლემის მიმართმარტო სამართალდამცავების ძალისხმევით მისი გადაჭრა შეუძლებელიათუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ისინიც ხშირად სცოდავენროცა საქმე ფულს და ნარკოტიკებს ეხება.მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარსრომლის 90% ავღანური წარმოშობისაა.

ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენსსაქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითრარებად ქვეყნებშიისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგანრომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროადაღუპულთა შორის არიან მოზარდებიცკერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცასამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებიაყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშეოებაროგორიცაა შიდსი და სხვა... 26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის dgea
ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდიაიგი ცხოვრების წესიაგზარომელსაც ადამიანი ინტელექტისსხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავსსამწუხაროდუკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცაბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთარამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთარავისთვის არის საიდუმლორომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემოტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებდა მაინცნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
 მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები. 
ნიკა ბიკაშვილი:მოვიყვან ერთ მაგალითსერთმა ბიჭმა ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო და სიკვდილს თვალებში ჩახედაის ბიჭი გადარჩამაგრამ ისევ განაგრძობდა ნარკოტიკის მიღებას მას არ შეეძლო მოთმენაერთ კვირას ვერ ძლებდა ნარკოტიკის გარეშემაგრამ ბოლოს ეს ბიჭი თავს მოერია იმკურნალა და გამოჯამრთელდაეხლა უკვე ცოლიც ყავს და შვილიც და ჩვეულებრივად ცხოვრობსროგორც სხვა ადამიანები.მაგრამ არსებობს ადამიანებირომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს და ნარკოტიკებს ყოველდღიურად იკეთებენარის ერთი ჩემი ნაცნობირომელიც თავიდან წესიერი ბიჭი იყო მაგრამ მამამ მიატოვათავისმა ძმაკაცებმა კი ურჩიეს ნარკოტიკის გაკეთებარათა კარგ ხასიათზე დამდგარიყო.ეს რჩევა მან სისრულეში მოიყვანა.ადამიანი საკუთარი თავის მტერიამე მომხრე ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის
მანანა გიგაური:tუ შენ ნარკომანი ხარმაშინ შენ სიცოცხლეს აზრი არ აქვს!
ნუ იკლავ თავს!
ნარკომანი ყოველ 20წუთში ერთი ადამიანი იღუპება.
ნიკა სარდალაშვილი:
არსებობს ბევრი მითი ნარკომანიასთან დაკავშირებით:

მითივინც წამალს იკეთებს ის “კაი ტიპია

ფაქტითუ ეს ადამიანი “კაი ტიპი” ოდესმე იყოუკვე აღარ არისრადგან ის ნარკოტიკებმა

მითინარკოტიკი ადამიანს ათავისუფლებს.

ფაქტინარკომანი მართლაც თავისუფალია ცხოვრების ყველა სიამოვნებისაგან.

მითიყოველთვის შეიძლება ნარკოტიკებზე უარის თქმა.
ყველამ ერთად ვნახეთ ფილმი: საბედისწერო ნაბიჯი
                           და მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია




ბოლოს მოვახდინეთ დიკუსიის შეჯამება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ.ყველა დაეთანხმა ერთ აზრს,A
ara narkotiks , erTad SevcvaloT damokidebuleba!!!

მოსწავლეთა ხელით შესრულებული ნახატების გამოფენა


















 




    
  
      დისკუსია თემაზე: „ ვ გ მ ო ბ თ  ძ ა ლ ა დ ო ბ ა ს !“




  მიზანი: საუბარი ძალადობაზე,მის სახეებზე,   გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის გზებზე.
მოსწავლეებს წინასწარ ორი კვირით ადრე გავაცანი    დიკუსიის თემა და ერთად მივიღეთ    გადაწყვეტილება     დისკუსიის ჩატარებაზე.გადავანაწილეთ დავალებები   და შევუდექით საქმეს.მოვიძიეთ ინფორმაცია ამ თემაზე და მოვამზადეთ პრეზენტაციები,როგორც სიტყვიერი,ასევეPower point-ში სლაიდ შოუს სახით. დავხატეთ დიდი პლაკატები ჩვენი ხელის ანაბეჭდებით,ითაც
გამოვხატეთ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. მოვიწვიეთ პოლიციის თანამშრომლები,მოძღვრები,სკოლის დირექცია და პედაგოგები,მათ შორის სამოქალაქო განათლების.
2014 წლის 15 დეკემბერს ჩავატარეთ დისკუსია თემაზე: “ვგმობთ ძალადობას“.მოსწავლეებმა ნიკა ბიკაშვილმა,თამარ იკოევმა,ნიკა სარდალაშვილმა,მარი ფიდუაშვილმა,ირაკლი ბურდულმაისაუბრეს თემის ირგვლივ.მათ აღნიშნეს,რომ საქართველოს ისტორიის ბოლო ორი ათწლეული ურთულესი საშინაო და საგარეო გამოწვევებით აღინიშნა. კონფლიქტებმა და სოციალურმა სიდუხჭირემ ხელი შეუწყო კრიმინალისა და ძალადობის მატებას.ოჯახში ძალადობის, მკვლელობების, ფიზიკური ანგარიშსწორების,ჰომოფობიის თუ აგრესიის სხვა გამოხატულებები უარყოფითად ისახება საზოგადოების ნორმალურ განვითარებაზე, მისი წევრების მშვიდობიან თანაცხოვრებასა და შესაბამისად, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ წესრიგზე.
მოძალადესა და მსხვერპლს შორის სიტუაციურად განპირობებული უთანასწორო მდგომარეობა. პერსონალური ძალადობის სახეებია ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ფიზიკური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს სხეულის დაზიანებაში, თავისუფლების აღკვეთაში, სხვისი სიცოცხლის ხელყოფასა და გარკვეული ნივთის განადგურებაში. ფსიქიკურ ძალადობას წარმოადგენს შეურაცხყოფა, მუქარა და დისკრიმინაცია. ამასთან,პერსონალური ძალადობა შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი.
პირდაპირია ძალადობა, რომელიც უშუალოდ მსხვერპლზე ახდენს ფიზიკურ ან/და ფსიქო–ემოციურ ზემოქმედებას. არაპირდაპირი ძალადობის მაგალითია ოჯახში ძალადობის მავნე ზემოქმედება ბავშვზე, როდესაც ძალადობის ობიექტი უშუალოდ ბავშვი არ არის, მაგრამ ძალადობა არაპირდაპირ აისახება მის ფსიქიკაზე. გარდა ამისა, არსებობს სტრუქტურული ძალადობა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზეგავლენის მოხდენისა და ძალთა გადანაწილების უთანასწორო სისტემას.
ძალადობა არ ვლინდება მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებაში.ძალადობის გამოხატვის ფორმებს წარმოადგენს: ერთმანეთის მიმართ უხეში თუ გამომწვევი ტონი და გამონათქვამები (ადამიანის ღირსების შემლახველი სალანძღავი სიტყვების და მუქარის თანხლებით); ვანდალური გამოვლინებები (საჯარო ნივთების დაზიანება, საკუთარი ან სხვათა საკუთრების მოხატვა,გრაფიტი ან შენობების დაბინძურება);გარკვეული სახის იარაღის ტარება (იქნება ეს დანა,დასარტყამი საშუალებები, გაზის პისტოლეტი და შესასხურებლები);ფიზიკური ძალის სხვადასხვა ფორმით გამოვლენა.
ოჯახში ძალადობას ქალთა და ბავშვთა მიმართ, ძალადობას სკოლაში,ძალადობრივ ქმედებებს ქუჩასა და უბანში გააჩნია თავისი გამომწვევი მიზეზები. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ მიზეზთა დადგენა და შემდეგ მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა, რათა პრობლემა ეფექტიანად იყოს დაძლეული.ძალადობის ბევრი მაგალითი ვიცით ,ჩვენს რაიონში დედოფლსწყაროში ქმრისგან ნაცემი
შვიდი თვის ფეხმძიმე ქალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.ილიაუნში ყოფილი მეუღლისაგან
მოკლული ლექტორი,გურჯაანში ერთერთ სოფელში თანასკოლელების მიერ გაუპატიურებული მეშვიდე კლასელი გოგონა და სხვა.ასევე თრეფიქინგის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდები,რომლებსაც აიძულებენ პროსტიტუციას,მკვლელობებს,ართმევენ პასპორტებს და საქართველოში დაბრუნების ოცნებასაც უკლავენ.ასეთი ადამიანები ხშირად ფსიქიკაშერყეულები
რჩებიან და თვითმკვლელობითაც ამთავრებენ სიცოცხლეს.

ქუჩასა და უბანში ძალადობა შესაძლოა უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი წესრიგის შემდეგი სახის დარღვევებს: ხულიგნობას, ახალგაზრდების მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებით ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულს, მათ შორის, სხეულის დაზიანებებს, ცემას, თუ სხვა სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას.ამგვარ ძალადობას უკავშირდება ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვიერი ქმედება, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანების წინააღმდეგ, მათ შორის სხვადასხვა დისკრიმინაციული ნიშნით,უპატივცემულო, მუქარის და/ან დევნის გამოხატვისაკენ.ქუჩასა და უბანში ძალადობის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა,თუმცა ხშირად უკავშირდება შემდეგ გარემოებებს: სიღარიბე,აუნათლებლობა,სოციალური და კულტურული გარემო, ჯანმრთელობის მდგომარეობა,სულიერი ტრავმები, ნარკოტიკები, ალკოჰოლიზმი და ოჯახში ძალადობა.ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ქუჩასა და უბანში ძალადობის ერთ–ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ალკოჰოლი და ქუჩასა და უბანში ძალადობრივი ქმედება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ადამიანს უბიძგებს ისეთი დანაშაულების ჩადენისკენ, როგორებიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მკვლელობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და სხვა ანტისოციალური ქმედება.
ძალადობას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს:
 უმუშევრობით გამოწვეული სტრესი, რაც იწვევს დაძაბულ ურთიერთობებს ოჯახის წევრებს შორის;
 ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე, რის გამოც,შესაძლოა, ქალი მაინც დარჩეს მოძალადე მამაკაცთან;
 ქალების მზარდი ეკონომიკური აქტივობა და მამაკაცის მიერ მეუღლისდამოუკიდებლობის საფრთხედ აღქმა; წარსულში (ბავშვობაში) განცდილი ძალადობა, რის გამოც შემდგომში თავადაც ხდებიან მოძალადეები;
 ტრადიციული წარმოდგენა ოჯახში მამაკაცის დომინანტური როლის შესახებ;
 ძალადობის გაგება პრობლემის გადაჭრის მიღებულ მეთოდად. მაგ.,მშობლები, შესაძლოა, ასეთ ქმედებებს აღიარებენ ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალებად;
 საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა პასიური როლი: ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში, ბიზნესში, სამართალდამცავ ორგანოებსა თუ სხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ  თანამდებობებზე. აღნიშნული იწვევს მათ იდენტიფიცირებას მხოლოდ ოჯახის ნაწილად და არა დამოუკიდებელ ადამიანად.
გარდა სწავლებისა, არსებობს ოჯახში ძალადობის პრევეციისა და მართვის სხვა მრავალი საშუალება. მისი სწორად განსაზღვრა და გამოყენება უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაჭრის საქმეში.
 ოჯახში ძალადობის პრევენციის უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენს ბავშვის ფიზიკური დასჯის დაგმობა. საჭიროა მშობლებისათვის იმ გარემოების შეხსენება, რომ ბავშვის ფიზიკური
დასჯა ეწინააღმდეგება ნამდვილ აღმზრდელობით მიზნებს. ამ შეგნების ჩამოყალიბებაში სასკოლო ღონისძიებების გარდა მნიშვნელოვანია მედიის როლი შესაბამისი ვიდეორგოლების, გადაცემებისა თუ სიუჟეტების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ვითმმართველობის ორგანოების როლი, რომლებიც ინსტიტუციურად ყველაზე ახლოს დგანან რიგითი მოქალაქეების ცხოვრებასა და პრობლემებთან;
ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და ცხოვრებაშიც უნდა გამოიყენოს.რამდენი ადამიანია ჩვენს ირგვლივ ძალადობის მსხვერპლი.რამდენ ბავშვს ვხედავთ ყოველდღე,რომლებსაც აბუჩად იგდებენ უფროსი კლასის ბიჭები,რამდენი საქმის გარჩევა და ცემა-ტყეპა გვინახავს არაფრის გამო.რამდენი გვსმენია ტელევიზიით,თუ მეგობრებისგან სექსუალური,ოჯახური ძალადობის შესახებ,როგორ სცემენ ქალებს,როგორ აუპატიურებენ,ძარცვავენ,ჭრიან და კლავენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს.რატომ უნდა სცემდეს მშობელი თავის შვილებს,ამწარებდეს და ცხოვრებას
უნგრევდეს,ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდეს მათზე.
ამ ყველაფერს ხომ ხედავს საზოგადოება სკოლაში,სამეზობლოში,სოფელში,თემში,ქალაქსა და მთლიანად რესპუბლიკაში,რატომ დუმს ხალხი? ნუთუ ეს მათი პრობლემა არაა,ნუთუ თვითეული
ჩვენთაგანის მოვალეობა არაა დავიცვათ ადამიანთა უფლებები? ხმა ავიმაღლოთ ყველამ და ქუდზე კაცი გამოვიდეთ,რომ ერთობლივი ძალით შევებრძოლოთ ამ საშინელ სენს,დავგმოთ ძალადობა და დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლთ.
  მთელი   საზოგადოების და თვითეული ჩვენთაგანის ვალია,ხმა ავიმაღლოთ ძალადობის წინააღმდეგ ,გამოვთქვათ პროტესტი ამა თუ იმ ფორმით.ყველამ უნდა ვთქვათ ხმამაღლა :“არა ალადობას!“
დავიცვათ ადამიანთა უფლებები და გვიყვარდეს თვითეული ადამიანი.









დისკუსიის ბოლოს ვნახეთ ფილმი :  ნათელი ბნელში,რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება გამოიწვია.



                                         




Комментариев нет:

Отправить комментарий