9b klasis eqskursia Satili,muco
7-8/06/2014weli
7-8/06/2014weli
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ საქართველოს კუთხეებს,ისტორიულ ძეგლებს,ტრადიციებს,კულტურას და უფრო დაახლოვდნენ,დამეგობრდნენ
წარუშლელი შთაბეჭდილებებით და ემოციებით აღსავსე ულამაზესი ექსკურსია,რომელმაც აღტაცებული და განცვიფრებული დაგვტოვა ყველა.
შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები — გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, დღისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცოიყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველიშეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.
მუცოში ძირითადად ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.
მიზანი: საქართველოს ისტორიის შესწავლა,წმინდა ასურელი ბერების ცხოვრება - მოღვაწეობის გაცნობა,ეკლესია - ტაძრების მოლოცვა
მარტყოფის ღვთაების მონასტერი
მარტყოფის
ღვთაების მონასტრის ხედი
მარტყოფის ღვთაების
მონასტერი მდებარეობს
სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად,თბილისიდან აღმოსავლეთით,
25-27 კილომეტრზე.
ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების
მონასტერიდაარსებულია
13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.
ქართული
წერილობითი
წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე
აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც
დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით,
დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი
უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს,
ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა,
რასაც მოგვიანებით
მარტყოფის სამონასტრო
ცხოვრების აღორძინება
მოყვა.
სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონატრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია ,,ხელთუქმნელი ხატის გუმბათიანი ტაძარი.მონასტრიდან აღმოსავლეთით, მთის თავზე დგას მამა ანტონის სვეტი, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. სწორედ აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.
დღეს აქ მამატა მონასტერია ,სადაც მსახურებენ და
წირვა-ლოცვას არავლენენ ბერები.
მონასტრის წინამძღოლი მამა ბენიამინი
ანტონ მარტყოფელი, ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი (ახ. სტ. 1 თებერვალი).
საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ.
წმინდა ანტონ მარტყოფელის საფლავი
ბეთანიის მონასტერი
ბეთანია —
ქართული ხუროთმოძღვრების
ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი
ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს
ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს.
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.
წმინდა გიორგის ეკლესია
ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელების -
საგვარეულო სამარხს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს
მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.
ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესწულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინაწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღთქმისსცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა განკითხვის დღისკომპოზიციას.
თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე
რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий